პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან ახლოს ავტომობილი აფეთქდა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ავტომობილი სამხედრო კოლონას შეეჯახა და შემდეგ აფეთქდა. აფეთქების შედეგად 13 სამხედრო პირი დაიღუპა.
როგორც Reuters-ს პაკისტანის დაზვერვის თანამშრომლებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, ტერორისტული აქტი მირ ალის რაიონში, ჩრდილოეთ ვაზირისტანის ოლქში მოხდა.
აფეთქების შედეგად კიდევ ათი სამხედრო დაიჭრა. ზოგი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ისინი ვერტმფრენით სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
კომენტარები