უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონელ კოლეგა ანჯეი დუდას თავისუფლების ორდენი გადასცა. უკრაინის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება დღეს გამოქვეყნდა.
დოკუმენტში წერია, რომ პოლონეთის პრეზიდენტს ჯილდო „უკრაინა-პოლონეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი დამსახურებისთვის, ასევე უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის გადაეცა“.
ანჯეი დუდა დღეს ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება, პრეზიდენტის რანგში ეს მისი ბოლო ვიზიტია.
„ეს მოგზაურობა ჩემთვის გამოსამშვიდობებელია და ჩემს ცხოვრებასა და საპრეზიდენტო სამსახურში მნიშვნელოვან პერიოდს ამთავრებს. უკრაინის პრეზიდენტს მის ბრძოლაში ყოველთვის ვუჭერდი მხარს“, – განაცხადა კიევში მყოფმა ანჯეი დუდამ.
კომენტარები