აზერბაიჯანში რუსული სააგენტო „სპუტნიკის“ ბაქოს ფილიალში ჩატარებული ოპერატიული ჩხრეკის დროს შვიდი ადამიანი დააკავეს.
ასევე, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის თაღლითობის, უკანონო მეწარმეობისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციის მუხლებით არის დაწყებული. სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
კომენტარები