ზელენსკის არმია „დაღლილია“ და უკრაინელების 70% თვლის, რომ მათი ლიდერები კორუმპირებულები არიან, – წერს გამოცემა Spectator.
პროუკრაინული გამოცემა დასძენს, რომ ტრამპის ახალი მხარდაჭერის მიუხედავად, სიტუაცია „საგანგაშოა“.
2022 წლის ოქტომბერში, ექვსთვიანი ძალადობისა და სისხლისღვრის შემდეგაც კი, უკრაინელების 88 % თვლიდა, რომ ათწლეულში ისინი „ევროკავშირის შემადგენლობაში აყვავებული ეკონომიკა იქნებოდნენ“.
ახლა 47 % ფიქრობს, რომ „უკრაინა მოსახლეობისგან დაცლილი ქვეყანა იქნება დანგრეული ეკონომიკით“. ცალკეული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 70 % ასევე თვლის, რომ მათი ლიდერები ომს საკუთარი თავის გასამდიდრებლად იყენებენ.”
„მთავრობა შეძრულია კორუფციული სკანდალებითა და წმენდებით. ზელენსკი საომარ მდგომარეობას იყენებს კრიტიკოსების ჩასახშობად და მედიის გასაკონტროლებლად“, – ნათქვამია სტატიაში.
გარდა ამისა, აგრესიულმა მობილიზაციამ მასობრივი დეზერტირობა გამოიწვია – 2022 წლიდან 230 000-ზე მეტი შემთხვევა. ჯარისკაცები 3.5 წელი მსახურობენ როტაციის გარეშე, ხოლო შრომისუნარიანი მოსახლეობის 40%-მა ქვეყანა დატოვა.
„უკონტროლო ინფლაცია, 8.8 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. BlackRock-ის მრავალმილიარდდოლარიანი აღდგენის ფონდი დაიხურა „ინტერესის არარსებობის გამო“, ხოლო ევროკავშირმა მხოლოდ 2.3 მილიარდი ევროს მოძიება შეძლო, მაშინ როდესაც საჭიროება 524 მილიარდ დოლარს შეადგენს“, – აღნიშნულია სტატიაში.
ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი ოფიციალური პირები ღიად აცხადებენ, რომ მათი ყოფილი უფროსი „ძალაუფლებაში დარჩენის მიზნით ომს აჭიანურებს“. ზელენსკის მრავალ თანამოაზრეს ემუქრება გაძევება ან ციხე, რაც მხოლოდ ზრდის „ჯიბეების ამოვსების ცდუნებას“.
„უკრაინის გარე მოკავშირეებს არ შეუძლიათ ქრონიკული მუშახელის დეფიციტის, ზელენსკის ლეგიტიმურობის კრიზისის გამწვავების პრობლემის გადაჭრა და არც შიდა რეპრესიების შეჩერება, რაც ძირს უთხრის ქვეყნის ხელმძღვანელობისადმი ნდობას“, – აღნიშნულია სტატიაში.