აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან მალე ღაზაში „ჰამასის“ ტყვეობიდან კიდევ ათი მძევალი გათავისუფლდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ახლოს არიან სამშვიდობო შეთანხმებასთან.
„სომხეთი და აზერბაიჯანი – იქ ჩვენ საოცრად ვიმუშავეთ და ეს საკმაოდ ახლოსაა, თუ უკვე მიღწეული არა. ღაზასთან დაკავშირებით, ჩვენ დავიბრუნეთ მძევლების უმეტესობა. მალე ჩვენ დავიბრუნებთ კიდევ ათს და ვიმედოვნებთ, რომ ეს საკმაოდ სწრაფად დასრულდება. სტივ უიტკოფი ფანტასტიკური იყო. მან დიდი საქმე შეასრულა. ის ძალიან კარგი კაცია და კარგი მომრიგებელი“, – აღნიშნა ტრამპმა.
კომენტარები