ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში გიორგი მარგველაშვილზე წერს:
ამის დემაგოგიური ბოდვა წაიკითხეთ. არ იცის და რა ქნას… უცხოელისა და ქართველის განსაზღვრა არ იცის, როგორ უნდა მოხდეს… ან მიწის ბაზრის შექმნა რა შუაშია? იმ ქვეყნებში, სადაც მიწის ბაზარი რეგულირებულია, არ არის შეზღუდვები უცხოელების მიერ მიწის ყიდვაზე?
გამომივიდა აქ მიწათმოქმედი! როგორც ყოველთვის უპოზიციო, წყალწყალა, პლასტელინა…
მერე შრომის უფლებებზეც ამბობდა, არ ვიცი, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს თუ არაო. არც დასაქმებულებს უნდა აწყენინოს, ხმები ჭირდება, და არც ბიზნესს: ფული უყვარს 🙂))
“მე იმ პოლიტიკოსების გასაგონად ვამბობ ამას, როდესაც აქ, თბილისში, პარკეტზე გაზრდილები საუბრობენ მიწაზე. ეს არის რეალობა და აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რა უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში: თუ მიწის ბაზრის შექმნას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ განვსაზღვროთ, უცხოელია თუ ქართველი, ესეც გასარკვევია. მე არ ვიცი, მიწა ვისზე უნდა გაიყიდოს და ვისზე არა, მაგრამ თუ მიწის ბაზარი არ შეიქმნება სოფლად და არ შეეწყობა ხელი სოფლის მეურნეობას, ჩვენი მოსახლეობის 50%-ს ვაცხოვრებთ გაუსაძლის პირობებში.”