ღაზის სექტორში ბოლო ერთი დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 104 ადამიანი ემსხვერპლა.
არაბული მედიის ინფორმაციით, ქალაქ რაფაჰში 37 ადამიანი დაიღუპა, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან იმყოფებოდნენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის სამხედროებმა უპილოტო აპარატით ქალაქ ხან იუნისში მდებარე იძულებით გადაადგილებული პალესტინელების კარავი დაბომბეს.
არაბული მედიის თანახმად, მსხვერპლი მოჰყვა ისრაელის თავდასხმას ქალაქ ღაზაშიც.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ღაზაში 90-მდე ტერორისტულ სამიზნეს დაესხნენ თავს, მათ შორის ტერორისტული ელემენტების მიერ გამოყენებულ შენობებს და გვირაბებს.
კომენტარები