რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს შეუტიეს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.
ხარკოვზე კი თითქმის სამი საათის განმავლობაში რუსული ძალების კომბინირებული მასირებული შეტევა მიმდინარეობდა. ქალაქის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, მტერი რამდენიმე ტიპის შეიარაღებას იყენებდა – მართვად ავიაბომბებს, უპილოტო რაკეტებს და დრონ-კამიკაძეებს.
კომენტარები