ილონ მასკმა უკრაინას Starlink-ის მაღალსიჩქარიანი თანამგზავრული ინტერნეტი კონტრშეტევის დროს გაუთიშა. ინფორმაციას Reuters-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც უკრაინელები ხერსონზე შეტევას ახორციელებდნენ, მასკმა კომპანიის ხელმძღვანელობას ინტერნეტ-სერვისის გათიშვა უბრძანა.
ერთ-ერთი ვერსიით, მას ეშინოდა, რომ უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შემთხვევაში რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა.
კომენტარები