რუმინეთი უკრაინის სამხედრო დახმარებას განაგრძობს, თუმცა კიევისთვის Patriot-ის ტიპის კიდევ ერთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გაგზავნის საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა.
„რაც შეეხება რუმინეთის მხარდაჭერას უკრაინისადმი, ის გაგრძელდება, მათ შორის სამხედრო სფეროში, მაგრამ Patriot-ის სისტემის საკითხი ჯერ კიდევ არ განხილულა“, – აღნიშნა დანმა.
რუმინეთმა შეერთებული შტატებისგან Patriot-ის საჰაერო სისტემების ოთხი კომპლექტი უკვე მიიღო, საიდანაც ერთი უკრაინას გადასცა. 2027 წლამდე ქვეყანა Patiot-ის კიდევ სამ სისტემას მიიღებს.
კომენტარები