აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანება ორი ატომური წყალქვეშა ნავის განთავსების შესახებ არის პირველი ნაბიჯი, რომელიც მან საჯაროდ გადადგა რუსეთის სამხედრო შეკავებისთვის. სტატიას ამ შინაარსით Axios-ი ავრცელებს.
მანამდე, როგორც გამოცემა წერს, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „შესაბამის რეგიონებში“ განათავსებს ორ ატომურ წყალქვეშა ნავს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის „სულელური და ძალზე პროვოკაციული“ განცხადებების საპასუხოდ.
სტატიის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ტრამპი მის წინამორბედს, ჯო ბაიდენს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მესამე მსოფლიო ომთან თამაშში სდებდა ბრალს, თუმცა ახლა უკვე მან დაიწყო ბირთვული მუქარა.
აღსანიშნავია, რომ ბირთვული წყალქვეშა ნავების შესახებ განცხადებამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინაში ომის დასასრულებლად მიცემული ვადის ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე გაჟღერდა.