აშშ-ის მონტანას შტატში მომხდარ სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი ერთ-ერთი ბარის სტუმრებს გაუხსნა, შემდეგ კი ტყის მასივში მიიმალა. ეჭვმიტანილი 45 წლის პოლ ბრაუნია, მას პოლიცია ეძებს. თავდასხმის მოტივს გამოძიება დაადგენს.
ინციდენტიდან რამდენიმე საათში პოლიციამ თეთრი ფერის „ფორდის“ მარკის ავტომობილი აღმოაჩინეს, რომელიც პოლ ბრაუნს ეკუთვნოდა, თუმცა თავად ბოროტმოქმედი მანქანაში არ იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მან მანქანა დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიატოვა.
კომენტარები