ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის გამოწერილი ჯარიმების ოდენობამ 42 710 ლარი შეადგინა. ერთი თვის მონაცემებით “თბილსერვის ჯგუფის” ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორების მიერ შედგენილია 411 საჯარიმო ოქმი, მათგან 378- ჯერ ჯარიმა 2 კილოგრამამდე ნაგვის დაყრისთვის დაიწერა. 151 შემთხვევაში კი ინსპექტორებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააჯარიმეს.
შეგახსენებთ:
* 2 კილოგრამამდე ნაგვის დაგდება 80 ლარით ისჯება, ამ თანხის გადადდა მოქალაქეს სიგარეტის ნამწვის, ქაღალდის ან პოლეთილენის დაგდების გამოც მოუწევს.
* 2 კილოგრამს ზევით სანქცია 150 ლარს შეადგენს.
შენობიდან ნაგვის გადმოყრის შემთხვევაში სანქციები გაცილებით მაღალია:
* 2 კილოგრამამდე ნაგავი – 150 ლარით ჯარიმდება
* 2 კილოგრამს ზევით – 500 ლარით
დაჯარიმების ახალი სისტემა თბილისში 3 აპრილიდან ამოქმედდა, თავდაპირველად ინსპექტრორები სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ, 20 აპრილიდან კი მოქალაქეების დაჯარიმება დაიწყეს. ამ დროისთვის თბილისში ინსპექტორების 10 ეკიპაჟი მუშაობს.