მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანას მაშინ უღალატა, როდესაც წინაპირობა შექმნა, რუსეთი საქართველოში შემოსულიყო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილმა ისეთი პროცესები განავითარა, რომელთა შედეგად რუსეთმა კავკასიაში უპირატესობა მოიპოვა.
„სააკაშვილმა ქვეყანას მაშინ უღალატა, როცა წინაპირობა შექმნა, რომ რუსეთი საქართველოში შემოსულიყო. აქ საუბარი არ არის, ომი ვინ დაიწყო, ლაპარაკია, სააკაშვილმა იმ პროცესის განვითარება როგორ მოახერხა, როცა რუსეთმა კავკასიაში უპირატესობა მოიპოვა და სტრატეგიული ობიექტები დაიკავა, თავად კი, დასავლეთის წითელ ხალიჩაზე აღმოჩნდა, სასახლეში განთავსდა და სადისტური მმართველობის სისტემა შექმნა. მხოლოდ საქართველომ წააგო. ეს როგორ მოახერხა? – ამ ფაქტიდან ვიმსჯელოთ, მოღალატეობა რას ჰქვია და არა, მისი განცხადებებიდან, რაც ხავსზე ჩამოკიდების ტოლფასია. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სადისტური მმართველობა იყო“, – განაცხადა ვოლსკიმ.