ზაპოროჟიეში, სადგურზე რუსი ოკუპანტების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის ინფორმაციით, რუსეთმა ქალაქს ორჯერ, ავიაბომბებით დაარტყა, ერთ-ერთი ავტოსადგურის ტერიტორიაზე მაშინ დაეცა, როცა იქ ხალხი იმყოფებოდა.
მეორე ბომბი კი ზაპოროჟიეს სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის მოხვდა. ფიოდოროვის ცნობით, იქ არავინ დაშავებულა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, პოკროვსკის მიმართულებით რუსული სპეცოპერაციის ელიტური ძალების მოიერიშე-დივერსიული ჯგუფები გაანადგურეს.
კომენტარები