ისრაელი ღაზაში ომის დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში ქნესეთის ახალი მუზეუმის გახსნაზე განაცხადა.
ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, კამპანია დასასრულისკენ მიდის და ისრაელი მუშაობს ირანის ღერძის ნარჩენების დასამარცხებლად და ყველა მძევლის გასათავისუფლებლად.
ისრაელის მედიის თანახმად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დღეს მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა მძევლების ოჯახების ფორუმისგან გუშინ ღამით გაკეთებული კომენტარების გამო, რომელიც ღაზაში 20 ცოცხალი მძევლის გათავისუფლებას ეხებოდა და, როგორც ჩანს, უგულებელყოფდა იმ ტყვეებს, რომლებიც ისრაელმა გარდაცვლილად გამოაცხადა.
კომენტარები