სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, პატივი მიაგო 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პირველ მოადგილესთან, ირაკლი ბერაიასთან ერთად დაღუპული მებრძოლების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
კომენტარები