აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინელთა 88%-ს რუსეთთან კონფლიქტის მოსაგვარებლად შეთანხმების მიღწევა სურს.
„მე ვნახე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები უკრაინაში. მოსახლეობის 88%-ს სურს, რომ შეთანხმება მიღწეული იყოს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა უკმაყოფილოა მისი სიტყვებით იმის შესახებ, რომ ტერიტორიების საკითხზე კონსტიტუციური თანხმობა იქნება საჭირო.
კომენტარები