უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო გარემოცვა 5 მილიარდი ევროს ოდენობის ფულის გათეთრებას ევროპაში ერთ-ერთი ბანკის ყიდვის მეშვეობით განიხილავდა.
როგორც დეპუტატი ვიდეო მიმართვაში აღნიშნავს, საუბრები ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩის სახლში იმართებოდა. აღსანიშნავია, რომ მინდიჩი ზელენსკის უახლოესი მეგობარია.
გონჩარენკოს თქმით, ფულის გათეთრების სქემა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ზელენსკის გუნდს ჰქონდა 5 მილიარდი ევრო კრიპტოვალუტაში, რომელიც შავი ფული იყო. ეს ძალიან დიდი თანხა იყო. მისი დამალვა ასე მარტივად ვერ მოხდებოდა.
შესაბამისად, მათ გადაწყვიტეს იყიდონ ერთ-ერთი ბანკი საფრანგეთში და ტრანზაქციით გაათეთროს შავი ფული. ბანკის მყიდველად უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის როსტისლავ შურმას ძმა შეარჩიეს.
ამის შემდეგ, როგორც დეპუტატი ჰყვება, საფრანგეთის რეგულატორმა შურმას ძმისთვის შეკითხვების დასმა დაიწყო, ხოლო მოგვიანებით თავად შურმას სახლში, გერმანიაში გერმანელმა სამართალდამცველებმა და უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს.