აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ გასულ წელს გერმანიაში ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით სიტუაცია გაუარესდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
„ადამიანის უფლებათა კუთხით მნიშვნელოვან პრობლემად არის მიჩნეული აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და დადასტურებული ინფორმაცია ანტისემიტიზმის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის, ძალადობის ან მუქარის შესახებ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის ძირითადი ნაწილი გერმანიაში სიტყვის თავისუფლების პრობლემას ეთმობა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გერმანიის კონსტიტუცია სიტყვის თავისუფლების გარანტიას იძლევა, ხოლო მთავრობა, საერთო ჯამში, ამ უფლებას პატივს სცემს.
„ამის მიუხედავად, ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისად, მთავრობამ შემოიღო შეზღუდვები იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც ის ექსტრემისტულად აღიქვამდა. მთავრობამ დააკავა, გაასამართლა და დააპატიმრა რამდენიმე ადამიანი გამონათქვამების გამო, რომელიც, მთავრობის აზრით, რასობრივ სიძულვილს აღვივებდა, ნაციზმს ახალისებდა და ჰოლოკოსტს უარყოფდა“, – აღნიშნულია ტექსტში.