უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიერ ალასკაზე გამართულ სამიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხოა, ვიდრე გუშინ.
„წლების მანძილზე ჩვენ ვუყურებდით, თუ როგორ ორი უმსხვილესი ბირთვული სახელმწიფო თანამშრომლობის საფუძვლებს ანგრევდა და არამეგობრულ გზავნილებს ცვლიდნენ ერთმანეთში. ახლა ეს დასრულდა. დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხოა, ვიდრე გუშინ. დაე, ყველა უქმეები ასეთი კარგი იყოს!“, – დაწერა ორბანმა.
For years we have watched the two biggest nuclear powers dismantle the framework of their cooperation and shoot unfriendly messages back and forth. That has now come to an end. Today the world is a safer place than it was yesterday.
May every weekend be at least this good!
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) August 16, 2025