ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი ელისო კილაძეს ამხელს და მალხაზ თოფურიას პასუხობს.
“თუ ლირიულად ვიტყვი, მალხაზ თოფურიას 1905 წლის რევოლუციიდან ვიცნობ, მეორე მსოფლიო ომშიც ერთად ვიყავით, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასაც ერთად ვიცავდით და სხვათაშორის, ძალიან სერიოზულ ომებში ვიყავით მე და მალხაზი ერთად.
„მახაჩას” მივმართავ: ირინა როგორიც დაიბადა, ისეთივე მოკვდება! ჩემგან ღალატი არის აბსოლუტურად გამორიცხული ქმედება და ახლაც, ამ განცხადებითა და ინტერვიუთიც არ ვღალატობ არც საკუთარ პრინციპებს და არც ჩემს პროფესიას! იმიტომ, რომ ვამბობ იმას, რაც იყო და რაც არის ასი პროცენტით სიმართლე!!! მე ვუღალატებ ჩემს თავს, თუ არ ვიტყვი იმას, რაც სათქმელია! თურმე გამომძალველი, მექრთამე და რაღაცა „ქეისით” ვარ გამოშვებული… ვაი, როგორ მეცინება?!
რამდენიმე დღის წინ ნანა თვალაბეიშვილსაც ვუთხარი და თქვენც გიმეორებთ: პირველად რომ წამოვედი, გლოვა იყო ჩემს ეზოში და დიიიიდი ხვეწნის მერე დავბრუნდი. დამავიწყდა, რომ ერთ მდინარეში ორჯერ არ უნდა შევსულიყავი.
ასე რომ, ჩემს ძვირფას მახაჩას” გადაეცით – მე ბრძოლა დღეს დავიწყე!
მე მოვითხოვ ელისო კილაძისგან, – დაწეროს, რომ ირინა გოგოსაშვილის გარდა ყველა მისი გაშვებულია და თან, კონკრეტული „ქეისებით”, თუ რა თქმა უნდა, ასეთი რამ ბუნებაში მართლაც არსებობს და ბოდიში მომიხადოს!
დიახ, ბოდიში მომიხადოს! დაწეროს და მერე, ის სხვებიც იფიქრებენ, დღემდე რომ ინარჩუნებენ დუმილს, როგორ თქვან თავისი სათქმელი!”.