ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს 25 ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას, მძევლების გათავისუფლებას და ომის დასრულებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ავტომაგისტრალები გადაკეტეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ ისრაელის პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. 11 ადამიანი თელ ავივში დააკავეს, მათ ბრალად ედებათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.
სამართალდამცველების ცნობით, ახლა ყველა გზა გახსნილია, თუმცა იერუსალიმში მომიტინგეები ამჟამად ბლოკავენ დედაქალაქისკენ მიმავალ მე-16 მარშრუტზე არსებულ მნიშვნელოვან გვირაბს.
კომენტარები