ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ორშაბათს მონაწილეობას მიიღებს თეთრ სახლში აშშ-ის, უკრაინისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრაში. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი ცნობით, დღეს ის ბრიუსელში შეხვდება ვოლოდიმირ ზელენსკის და ისინი ერთად მიიღებენ მონაწილეობას მსურველთა კოალიციის დისტანციურ შეხვედრაში.
„შუადღით მე ვუმასპინძლებ პრეზიდენტ ზელენსკის ბრიუსელში. ჩვენ ერთად მივიღებთ მონაწილეობას მსურველთა კოალიციის ვირტუალურ ტელეკონფერენციაში. პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, მე ხვალ შევუერთდები მას თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
გამოცემა „პოლიტიკოს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თეთრ სახლში პრეზიდენტს ტრამპისა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრაში ასევე, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიღებენ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ნატოს- გენერალური მდივანი მარკ რუტე.