ვაშინგტონში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების დაგეგმილ შეხვედრაში, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას ადასტურებენ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე სტარმერი მზად არის, მხარი დაუჭიროს მოლაპარაკებების შემდგომ ფაზას და დაადასტურებს, რომ მისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში მოლაპარაკებებზე ანკორიჯში ვალდიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიწვია. თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრას ასევე დაესწრებიან საფრანგეთის, გერმანიის, ფინეთის ლიდერები, ევროკომისიის პრეზიდენტი და ნატო-ს გენერალური მდივანი.