დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთთან დაკავშირებით დიდი პროგრესია მიღწეული. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„დიდი პროგრესია რუსეთთან დაკავშირებით. თვალყური ადევნეთ სიახლეებს“, – წერს დონალდ ტრამპი.
ცოტა ხნით ადრე ტრამპმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც მედია „ყალბი ამბების“ გავრცელებისთვის გააკრიტიკა.
„რუსეთს თუ შეთანხმების ფარგლებში მოსკოვის დათმობას დავაძალებდი, ყალბი ამბები და მათი პარტნიორი რადიკალური მემარცხენე დემოკრატები იტყოდნენ, რომ საშინელი შეცდომა და ძალიან ცუდი შეთანხმება დავუშვი. სწორედ ამიტომ არიან ისინი ყალბი ამბები. ასევე, მათ უნდა ისაუბრონ 6 ომზე და ა.შ.“ – აცხადებს დონალდ ტრამპი.
კომენტარები