დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ ალასკაში გამართული შეხვედრის დროს პუტინი დათანხმდა, რომ აშშ უზრუნველყოფს უკრაინას უსაფრთხოების მყარი გარანტიებით, რასაც უიტკოფი აფასებს, როგორც „გარდამტეხს“. ამის შესახებ უიტკოფმა „სიენენთან“ ისაუბრა.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს აღწერს, როგორც ნატო-ს წესდების „მეხუთე მუხლის მსგავსს“, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს ალიანსის რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში.
„ჩვენ მივედით შეთანხმებამდე, რომ შეერთებულ შტატებს და სხვა ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ, ეფექტიანად შესთავაზონ მეხუთე მუხლის მსგავსი ფორმულირება უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა უიტკოფმა „სიენენთან“ საუბარში.
სტივ უიტკოფის განცხადებით, პუტინმა თქვა, რომ მისთვის წითელი ხაზი ნატო-ს გაფართოებაა. როგორც მან აღნიშნა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსული მხარე სამშვიდობო შეთანხმებაში მსგავსი დებულების შეტანას დათანხმდა.
სტივ უიტკოფის შეფასებით, ალასკის სამიტზე მიღწეული იყო მნიშვნელოვანი პროგრესი. როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინი ტერიტორიულ მოთხოვნებთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე წავიდა. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა განიხილავს „ტერიტორიების გაცვლას“ ფრონტის ამჟამინდელ ხაზებზე და არა ადმინისტრაციულ საზღვრებზე ხუთი რეგიონიდან, სულ მცირე, ზოგიერთში.
„რუსეთი წავიდა გარკვეულ დათმობებზე ხუთივე რეგიონთან დაკავშირებით“, – განაცხადა უიტკოფმა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი იქნება განხილული ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ზელენსკისთან ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე.
„ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ ზოგიერთი გადაწყვეტილების იქვე მიღებას“, – თქვა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
მან განაცხადა, რომ რუსეთის პოზიცია შეცვლილი იყო წინა მოლაპარაკებების შემდეგ, თუმცა კვლავ არ იყო საკმარისი სრული სამშვიდობო შეთანხმებისთვის.
„ეს მნიშვნელოვანია, თუმცა არ ნიშნავს, რომ საკმარისია. საქმე ისაა, რომ ჩვენ ვხედავთ, დაიწყო გარკვეული ზომიერება მათ მიდგომაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას“, – თქვა უიტკოფმა.