ევროპელები დონალდ ტრამპთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ, რამდენად შორს წასასვლელად არის ის მზად, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მაკრონს არ სჯერა, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასრულება სურს და აცხადებს, რომ უკრაინას ძლიერი არმია სჭირდება.
„თუ დღეს ძლიერები არ ვიქნებით, ხვალ ძვირს გადავიხდით. სისუსტის ახლა გამოვლენა მომავლის კონფლიქტისთვის საფუძვლის ჩაყრის რისკს ქმნის. ახლა დროა, უკრაინაში ომის მოსაგვარებლად ახალ დიპლომატიურ ფაზაზე გადავიდეთ. ევროპის უსაფრთხოება მჭიდრო კავშირშია მიმდინარე კონფლიქტთან და მისი ლიდერები მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასხდნენ, რათა საუკეთესოდ წარმოადგინონ თავიანთი მოქალაქეები. ჩვენი გეგმაა ერთიანი ფრონტის წარდგენა, იმის გამეორება, თუ ვინ არის მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის მხარეს“, – განაცხადა მაკრონმა.