უკრაინის ყოფილი მთავარსარდალი და ამჟამად ელჩი დიდ ბრიტანეთში ვალერი ზალუჟნი ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ფარულად ემზადება. შესაბამისი ინფორმაცია წყაროებზე დაყრდნობით, მედიაში ვრცელდება.
მედიის ცნობით, ზალუჟნიმ ლონდონში შტაბ-ბინა გახსნა და პერსონალი დაიქირავა, თუმცა, ეს ფაქტი საჯაროდ ჯერ არ გამოცხადებულა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის გუნდში შედიან ყოფილი გენერლები, პარლამენტის წევრები, მედიის/PR ექსპერტები.
როგორც მედიაში წერენ, ზალუჟნიმ კარგი დრო შეარჩია. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მშვიდობის სამიტები უკრაინას მოლაპარაკებებისკენ უბიძგებენ. თავად ზელენსკიმაც დაადასტურა, რომ მალე, შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართოს. ზალუჟნი დუმილი სტრატეგიული ხასიათისაა, მაგრამ გზავნილი გასაგებია.
ზალუჟნის ერთ-ერთ მოკავშირედ გენერალ-ლეიტენანტი სერჰი ნაევი განიხილება. ის ზალუჟნის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად უკვე დაინიშნა.