მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ანგარიშს უწუნებს. 2024 წლის ანგარიშს, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს დადებითად აფასებს, სოციალურ ქსელ „იქსზე“ ლორა თორნტონი აკრიტიკებს და ამბობს, რომ მასში ნახსენები არ არის ადამიანის უფლებების „კატასტროფული მდგომარეობა“.
თორნტონის შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტს „ახალი მიდგომა“ აქვს ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშგების მიმართ, რომელიც საქართველოს შეეხება. ის ასევე იმედგაცრუებას ვერ მალავს, რომ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი არჩევნებზე, პოლიტიკურ რეპრესიებზე, ქალთა უფლებებზე, კორუფციასა და შეკრების თავისუფლებაზე.
კომენტარები