საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა მანჩესტერში, ტეროტისტული აქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს თანადგომა გამოუცხადა.
„გულის სიღრმემდე შეგვძრა მომხდარმა საზარელმა ტრაგედიამ. ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, თანადგომას ვუცხადებთ დაშავებულებს და მთელი გაერთიანებული სამეფოს ხალხს.
ჩვენ, ყველა, ვისაც გვჯერა ჰუმანიზმის, ცივილიზაციის, ადამიანური ღირებულებების, უნდა გავერთიანდეთ, კიდევ უფრო მტკიცედ, ტერორიზმის წინააღმდეგ.
ომი ტერორიზმთან მიმდინარეობს, საქართველო ამ ომში მტკიცედ დგას!”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
კომენტარები