უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინის მიერ ნავთობსადენზე მიტანილი იერიშის შედეგად რუსეთიდან უნგრეთში ნავთობის მიწოდება შეჩერებულია.
სიიარტოს თქმით, ღამის განმავლობაში უნგრეთმა მიიღო შეტყობინება, რომ რუსეთ-ბელარუსის საზღვარზე მდებარე “დრუჟბას” მილსადენზე მოკლე პერიოდის განმავლობაში მესამე თავდასხმა განხორციელდა.
„უნგრეთში ნავთობის მიწოდება კვლავ შეწყდა! ეს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე კიდევ ერთი თავდასხმაა. ეს ჩვენი ომში ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობაა“, – წერს სიიარტო.
ამასთან, უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უნგრეთი გააგრძელებს მშვიდობის მცდელობების მხარდაჭერასა და ეროვნული ინტერესების დაცვას მთელი ძალით“.
კომენტარები