ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ოცნებავ”!
მე თქვენ ბრალს გდებთ „ნაცების” დამნაშავე რეჟიმთან კრიმინალურ გარიგებაში!!!
ყველა ის ჩინოსანი, რომელიც ელისტრაკო ელისო კილაძესთან თანამშრომლობდით, მასთან დაიარებოდით, მისი „ჩიტები” იყავით..
თქვენ ყველა, ვინც „ნაცებთან” გულწრფელად მებრძოლ საზოგადოებას ელისო კილაძის საშუალებით აშანტაჟებდით და მისი საშუალებით ცილს გვწამებდით – ჩემი პირადი მტრები ხართ!!!
თქვე სააკაშვილზე მეტად საძულველებო!!! შეგაკვდებით და თქვენს პირქვე დამხობას, თქვენს გასამართლებას მივაღწევ!
მოვითხოვ, დაუყოვნებლივ, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს მმართველი პარტიის ყველა ის ჩინოსანი, რომელიც ელისო კილაძესთან დაიარებოდა და მას პატიოსანი ადამიანების კომპრომეტაციის მიზნით სამიზნეების სიას და შეკვეთებს აძლევდა!
დაუყოვნებლივ ამხილეთ მმართველი პარტიის წიაღში ბინძური ჩინოსნები და ბინძური გარიგებები, თორემ ხალხისგან დანდობა და შენდობა არ გექნებათ!!!” – წერს ზაზა დავითაია.