უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს და სამი დასახლებული პუნქტი – მწვანე გაი, მიხაილოვკა და ვლადიმიროვკა გაათავისუფლეს.
ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკის გაავრცელა. მისივე თქმით, ფრონტზე ყველაზე რთულ მიმართულებად პოკროვსკი რჩება, თუმცა მტრის უპირატესობის მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები ქალაქის დაცვას განაგრძობენ.
კომენტარები