“ОТКРЫТАЯ РОССИЯ”-ს ინფორმაციით, ორლოვსკის ოლქის ეპისკოპოსს უხერხულ კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა, როცა საჩუქრად 6 მილიონი რუბლის (106 ათას 500 დოლარი) ღირებულების Land Cruiser მიიღო.
ორლოვსკის ეპარქიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ასეთი საჩუქრის მიღება ცოდვა არ არის.
“თვითონ იესო ატარებდა ძვირფას ტანსაცმელს, რომელსაც მას მისი თაყვანისმცემლები ჩუქნიდნენ”, – განაცხადა მან.
ეპისკოპოსის იმავე აზრისაა, მისი თქმით, თავად ქრისტეც მიიღებდა ამ საჩუქარს.
კომენტარები