სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს.
როგორც ვუჩიჩმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრობა კვლავ ქვეყნის სტრატეგიულ მიზნად რჩება და მისი პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყანა ევროპული გზის ერთგული იქნება.
„სერბეთი მყარად იდგება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამ კურსის ერთგული დარჩება. ევროკავშირში შესვლით სერბეთი არა მხოლოდ ეკონომიკურ კეთილდღეობას, არამედ ხანგრძლივ მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას მიიღებს“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
კომენტარები