ისრაელი ძალიან წუხს ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ნასერის საავადმყოფოში მომხდარი ტრაგიკული უბედური შემთხვევის გამო, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ჩვენი ომი არის „ჰამასის“ ტერორისტებთან. ჩვენი სამართლიანი მიზნებია „ჰამასის“ დამარცხება და ჩვენი მძევლების სახლში დაბრუნება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
როგორც „როიტერი“ წერს, ნასერის საავადმყოფოზე ისრაელის იერიშის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ჟურნალისტი, რომლებიც მუშაობდნენ ისეთ სააგენტოებში, როგორებიცაა „როიტერი“, „ესოშიეითიდ პრესი“ და „ალ ჯაზირა“.
კომენტარები