ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატში სექსუალური ძალადობის ბრალდებების გამო ორდერის გადასაცემად მისულ პოლიციელებს თავს დაესხნენ, მოკლულია ორი პოლიციელი.
„როიტერი” ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიცია თავდამსხმელთან სექსუალური ძალადობის ბრალდებების ორდერის გადასაცემად მივიდა, როდესაც ბრალდებული მათ თავს დაესხა. ორი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად, მათ შორის ბავშვებთან.
ავსტრალიის პოლიცია მიიჩნევს, რომ მსროლელი „სუვერენული მოქალაქეა”. როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, „სუვერენული მოქალაქეები“ თვლიან, რომ მთავრობა არალეგიტიმურია.
ქალაქ პორეპუნკაჰში, სადაც ინციდენტი მოხდა სულ 1000 ადამიანი ცხოვრობს.
ქალაქის მერმა, სარა ნიკოლასმა განაცხადა, რომ ქალაქის მასშტაბით სკოლები, საინფორმაციო ცენტრები, საწყობები, ბიბლიოთეკები დაკეტილია. დახურულია ადგილობრივი აეროდრომიც.
ცნობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაული შედარებით იშვიათია ავსტრალიაში, რომელსაც იარაღის ფლობასთან დაკავშირებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაციები აქვს.