ჰამბურგის პორტში მასშტაბური ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „შპიგელი“ ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, ხანძრის გაჩენიდან 15 საათის შემდეგ მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას კვლავ განაგრძობენ.
ცეცხლი ჰამბურგის პორტში, სასაწყობე ზონაში გუშინ გაჩნდა, რასაც ღამით გათხევადებული გაზის ავზების აფეთქება მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, კიდევ ერთს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული. საშიში ზონიდან ევაკუირებულია 25 ადამიანი.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად გამომძიებლები მუშაობას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება.
კომენტარები