ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ჩაფიძის კლინიკას მიმართავს.
“ჩაფიძის გულის ცენტრი/Chapidze Emergency Cardiology Center
აქაც გწერთ და ოფიციალურადაც მოგმართავთ წერილით როგორც ბაჩო ახალაიას ადვოკატი, ეს ქალი ვინ არის, რა კავშირშია თქვენს კლინიკასთან (წერს მოათრიესო), თუ თქვენი თანამშრომელია რა თანამდებობაზეა და რა უფლებით ამჟღავნებს ჯერ ერთი პაციენტის კლინიკაში შემოყვანას და მეორეც ასეთი ლექსიკა რამდენად მისაღებია თქვენთვის?
ძვირფასო ჩაფიძის გულის კვლევითი ცენტრი, ახლა კი როგორც ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრი გეკითხებით, რამდენად უნდა ვიყო მშვიდად და ვენდო თქვენს კლინიკას, როცა ასეთ რამეს ვკითხულობ?”-წერს ნადარეიშვილი.
კომენტარები