საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – მიჯნურობის ხეივანში წყვილებმა ხელი მოაწერეს და “ვეფხისტყაოსნის” თემატიკით გაფორმებული ქორწინების მოწმობები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისგან მიიღეს.
“მოწმობაზე შოთას უკვდავი სიტყვებია – “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია”, რადგან ჩვენს ქვეყანაში, ჯერ კიდევ იმ დროიდან, დღეს უკვე კანონით, ადამიანები, ქალები და კაცები თანასწორნი არიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დაქორწინებულებს პირველივე წუთიდან ესმოდეთ. ორივენი ჩვენი კონსტიტუციის და სახელმწიფოს წინაშე თანაბარნი არიან”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
კომენტარები