ილია მეორემ დიასპორის ფორუმზე უცხროეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ურჩია, იყვნენ იქ, სადაც არიან, მაგრამ დარჩნენ საქართველოს მოქალაქეებად.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ ადრე ის საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებას მოუწოდებდა.
„ადრე ყოველთვის გეუბნებოდით, რომ დაბრუნდით საქართველოში. ახლა გეტყვით, რომ იყავით იქ, სადაც ხართ, მაგრამ იყავით საქართველოშიც. შეიძლება ცხოვრობთ უცხოეთში, მაგრამ ამავე დროს, უპირველეს ყოვლისა, თქვენი წინაპრების ძვლები, თქვენი ფესვები აქ არის, საქართველოში და ეს არ უნდა დაივიწყოთ. მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ სამშობლოსთვის. ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო და დაგვიბრუნდეს აფხაზეთი და სამაჩაბლო. დარჩით საქართველოს მოქალაქეებად, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, – განაცხადა უწმინდესმა.
კომენტარები