ავარიის ფაქტს, რომელიც გუშინ, 26 მაისს, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, „დინამო-არენას” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, ადასტურებს დაზარალებული არჩილ ძიგუაც.
სატელეფონო საუბარში ძიგუამ დაადასტურა, რომ დასჭირდა მკურნალობის კურსის გავლა საავადმყოფოში. „გადმოვდიოდი გზაზე. საიდანღაც გაჩნდა მანქანა და დამეჯახა!” – აღნიშნა დაზარალებულმა. მისი თქმით, მას გამომძიებელიც ესაუბრა და მიმდინარეობს გამოძიება …
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ფეხით მოსიარულე მოქალაქეს არჩილ ძიგუას „იქს 5″-ის მარკის ავტომობილით მოქალაქე თორნიკე ლომთათიძე დაეჯახა. ლომთათიძე საკუთარ ავტომანქანას თავად მართავდა.
თორნიკე ლომთათიძე გაზეთ „ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის მძღოლია და კილაძის საკმაოდ ახლო გარემოცვას წარმოადგენს. ამ წუთისთვის ძიგუას მდგომარეობა მძიმეა და ერისთავის სახელობის კლინიკაში, ნეიროქირურგიულ განყოფილებაში რჩება.
ჩვენთან საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის წარმომადგენელმა დაადასტურა ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი. გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის 1 ნაწილით.