ჩარლი კირკის მკვლელი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაავრცელა.
ტრამპის განცხადებით, ხელისუფლებამ ჩარლი კირკის მკვლელი იპოვა და მაღალი ალბათობით, ის დაკავებულია.
“მაღალი ალბათობით, ის დაკავებული გვყავს“, – აღნიშნა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს “მისმა ძალიან ახლობელმა პირმა გადასცა“.
ტრამპის განცხადებიდან მალევე პრესკონფერენცია გამართა FBI-ის დირექტორმა და განაცხადა, რომ ჩარლი კირკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ტაილერ რობინსონი.
გამოძიების ინფორმაციით, იპოვეს ვაზნები, რომელსაც ეწერა – “ეი,ფაშისტო, დაიჭირე”, “შენ თუ ამას კითხულობ, გეი ხარ”.
ასევე, გამოძიების ცნობით, მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრი დაუკავშირდა ოჯახის მეგობარს, რომელმაც შემდეგ ინფორმაცია შერიფს მიაწოდა – რობინსონმა სწორედ ოჯახის წევრთან აღიარა, რომ ჩარლი კირკი მან მოკლა.
არსებული ინფორმაციით, ოჯახის წევრი, რომელზეც გამოძიება საუბრობს, მკვლელობაში ბრალდებულის მამაა.