ირანი აზერბაიჯანს სიონისტი რაბინების მასპინძლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციისთვის აკრიტიკებს.
ირანული მედიის თანახმად, ისლამური რევოლუციის ლიდერის საერთაშორისო ურთიერთობების უფროსმა მრჩეველმა, ალი აკბარ ველაიათიმ მკაცრად დაგმო აზერბაიჯანში სიონისტი რაბინების სამიტის მასპინძლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და ამ ნაბიჯს უპრეცედენტო და „ანტიისლამური“ უწოდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ველაიათიმ გაოცება და სინანული გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აზერბაიჯანის მთავრობამ ასეთი დარღვევა განახორციელა, რაც ძირს უთხრის ისლამს და შიიზმის გლობალურ რეპუტაციას“, – აღნიშნა ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველმა.
ველაიათის თქმით, სამიტის მიზანი, შესაძლოა, ე.წ. აბრაამის შეთანხმების გაფართოება და, შესაძლოა, აზერბაიჯანის შეთანხმებაში ჩართვა იყოს.