მეორე დღეა რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები „დასავლეთი 2025“ გრძელდება.
მანევრები ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე მათ შორის ბალტიისა და ბარენცის ზღვებში ტარდება.
წვრთნები ევროპის ქვეყნების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, რადგანაც ისინი უშუალოდ პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს მიმდინარეობს, რომლის საჰაერო საზღვარიც რამდენიმე დღის წინ რუსულმა დრონებმა გადაკვეთეს.
კომენტარები