აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია, თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია, განზრახ გაგზავნა თუ არა რუსეთმა დრონები პოლონეთის ტერიტორიაზე.
„ეს მიუღებელი, სამწუხარო და საშიში მოვლენაა“, – განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, უდავოა, რომ დრონები განზრახ გაუშვეს, მაგრამ საკითხავია, კონკრეტულად პოლონეთისკენ იყო თუ არა მიმართული.
„თუ მტკიცებულებები იქითკენ მიგვიყვანს, რომ დრონები პოლონეთზე იყო მიმართული, მაშინ, ცხადია, ეს იქნება ესკალაციის მაღალი დონე“, – დასძინა სახელმწიფო მდივანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სხვა შესაძლებლობებიც არსებობს და უმჯობესია, ყველა ფაქტი შეგროვდეს და მოკავშირეებთან კონსულტაციები გაიმართოს, სანამ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
კომენტარები