უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსული ძალების ავიაიერიშის შედეგად ზაპოროჟიეში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
მათივე ცნობით, ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე დასახლებულ პუნქტს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული არმიის 910 ჯარისკაცი მოკლეს და მათ 35 საარტილერიო სისტემა გაუნადგურეს.
კომენტარები