პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ვარშავაში, სამთავრობო შენობების თავზე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
პოლონეთის მთავრობის მეთაურის თქმით, დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე.
ტუსკის თქმით, დრონი ვარშავაში, პარკოვას ქუჩაზე მდებარე სამთავრობო შენობებსა და ბელვედერის სასახლეს თავზე დაფრინავდა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უპილოტო აპარატი გაანეიტრალა. პოლიცია მომხდარის გარემოებებს იძიებს“, – დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ზე.
ინციდენტის სხვა დეტალები, მათ შორის დაკავებულების შესახებ ინფორმაცია, პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია. ბელვედერის სასახლე პოლონეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაა.
კომენტარები