ე.წ. რევოლუციური სცენარი, რაც თენგოს გეგმიდან არის ანიტას გეგმად გადაკეთებული, განწირულია წარუმატებლობისთვის, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ ოპოზიციაზე საუბრისას.
„არ გადაუცდეთ ფეხი და რაიმე კანონდარღვევა არ ჩაიდინონ, თორემ სამართალდამცავი უწყების მხრიდან მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი რეაგირება იქნება. საქართველოს სუვერენიტეტი არის განმტკიცებული ისე, როგორც არასდროს. არ დავუშვებთ, რომ ვინმემ ქვეყნის განვითარებაში რაიმე დესტრუქცია შემოიტანოს“, – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი კვირა რჩება. ოპოზიცია ხელისუფლების მშვიდობიან დამხობასა და იმ გაცხადებულ მიზანზე საუბრობს, რაც არჩევნებისთვის ხელის შეშლას და დესტაბილიზაციის მცდელობას უკავშირდება.